საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა: „იარაღის ტარების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პოლიციელების თავდასხმასთან პირდაპირ კავშირში არ არის“

boseli-sazog-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ბოლო პერიოდში პოლიციელებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთ მიზეზი იარაღის ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებაა, უმრავლესობა არ ეთანხმება.

გია ვოლსკი განცხადებით, ამ კანონის მიღებით დანაშაულებების პრევენცია არ ხდება. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ კანონპროექტი პირდაპირ კავშირში არ არის პოლიციელებზე თავდასხმასთან - უკანონო იარაღის ტარება ისჯებოდა, ისჯება და დაისჯება მომავალშიც. ეს კანონპროექტი ეხება სრულიად სხვა პროცედურებს, ნებართვებს, ვისაც იარაღის კანონიერად ტარების უფლება აქვს“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

იარაღის ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მასში არსებული ხარვეზების მოტივით გააჩერა.