საქინფორმი ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვაჟის შეძენას!
საქართველო, 8 აპრილი,
საქინფორმი. წუხელ ღამით, 23:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე
ნანუკა თამაზაშვილმა მას მესამე ვაჟი აჩუქა! მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ბიჭს
გაბრიელი უწოდეს, საქართველოში განსაკუთრებით დაფასებული წმინდანის საპატივცემულოდ.
საქინფორმის რედაქცია გულწრფელად ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელ მის ოჯახს, უსურვებს პატარა გაბრიელს ჯანმრთელობას ღვთისა და წმიდა გაბრიელის შეწევნით, რათა თავისი სამშობლო - საქართველოს ღირსეული მოქალაქე დადგეს!