უცხოეთი
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. 2.5 ათასამდე უკრაინელი გამოვიდა კიევში, აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციებით (ვიდეო იხ. აქ). აღშფოთებულმა მოქალაქეებმა ასეთი რეაგირება მოახდინეს უკრაინის მთავრობაში უცხოელების დანიშვნისა და ქვეყნის მმართველობაში დასავლეთის ჩარევის გამო.
უკმაყოფილო ადამიანები ტრანსპარანტებით, რომლებზეც ეწერა „ჩვენ პირუტყვი არ ვართ!“ 1 აპრილს საელჩოს შენობასთან შეიკრიბა: პროტესტის ნიშნად კიეველები გამოსცემდნენ პირუტყვის ხმებს და საელჩოს შენობას ნეხვს ესროდნენ.
საპროტესტო აქციები უკრაინის დედაქალაქში პრაქტიკულად ყოველდღე იმართება.
მაგალითად, უკრაინის მთავრობის შენობასთან შეიკრიბა ხალხი პლაკატებით „იაცენიუკი მაროდიორია!“ და „დელტა ბანკი - SOS!“ ასეთი რეაქცია გამოიწვია ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ, მოეხდინა „დელტა-ბანკის“ ლიკვიდირება.