საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში აღნიშნა, რომ მარგველაშვილი რეზიდენციაში ფუფუნების გამო ცხოვრობს

bidz-sazog-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი: რამდენად აქვს უფლება მას ამ სასახლეში ყოფნის? მაგალითად, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლე 1500 კვ.-ია, ჩვენს პრეზიდენტს კი 6000 კვ.. ავუშენეთ და გავარემონტეთ, ეს კაცი აცხადებს, რომ შესვლა არ უნდა, რას ნიშნავს ეს? ახლა კი მთავრობამ ეს შენობა უნდა გაყიდოს.

ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის, თავისი ხასიათისთვის, თავისი ნებივრობისთვის არ თმობს - აქვს თუ არა ამის უფლება? ეს პოლიტკორექტულობას სცდება, აქვს უფლება ამ სასახლეში ცხოვრების და აქვს უფლება 10 ათასი კვ.მ. თავისი ხასიათისთვის გამოიყენოს?“, - აცხადებს ივანიშვილი. იმავე გადაცემაში მან აღნიშნა, რომ რეგიონი გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე და მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც რეგიონს ჰქონდა და საქართველოს მთავრობას, 2014 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველო იყო ლიდერი ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამდე მთელს ევროპაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა კვირის 20:30-ში.