რელიგია
გამოხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადაგების გამო

gamo-relig-2-GEOსაქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. 2015 წლის 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მრევლს ტრადიციული საკვირაო ქადაგებით მიმართა. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ბრძანა:...`მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: ამიე-რიდან, ყოველწლიურად, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მადლობას შევ-წირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და საგანგებო ლოცვა ღვთისადმი. წელს ეს ლოცვა განსაკუთრებულად უნდა აღევლინოს, ამიტომ გადავწყვიტეთ, აღდგომის წირვა სვეტიცხოველში ჩავატაროთ. შაბათს საღამოს დაიწყება მსვლელობა მცხეთისკენ. სასურველია, რომ მომლოცველები თბილისიდან მცხე-თაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება ერთი დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. მორწმუნე ერი იქვე გაიხსნილებს დიდმარხვას. კვირას, საღამოს 6 სა-ათზე კი შესრულდება სამადლობელი პარაკლისი; მთელი ერი სამღვდელოებასთან ერთად, ქუჩებში გავა და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ამიერიდან ყოველი აღდგომა იქნება მადლი-ერების დღეც, ქართველი ხალხი მადლობას შესწირავს უფალს~(უწყებანი 2015: 3). ვფიქრობთ, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის აღნიშნული ლოცვა-კურთხევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფურცელს გადაშლის ჩვენი ღვთივკურთხეული ერისა და ეკ-ლესიის ისტორიაში. თუმცა, გამოჩნდნენ ,,განსწავლული” ადამიანები, რომელთაც ,,ტრადიციულად” სათა-ვისოდ გაიგეს პატრიარქის სიტყვები და ცილისწამებების კორიანტელი დააყენეს; მათ მთავარ ბრალდებად საკლავების დაკვლა იქცა და ფასლმუნის სიტყვებისარ იყოს `დად-ვეს ცათა შინა პირი მათი და ენაY მათი ეთრია ქვეყანასა ზედა.~ ვინც `კურთხევათა~ ქართულ ხელნაწერებს იცნობს, შეუძლებელია სიხარული არ დაეუფლოს კურთხევით წეს-განგებათა და ლოცვების გაუხუნარი განძის გამო. უწმინდესი საეკლესიო მსახურების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვამცნებს, რომ საქრისტიანოს გარ-დასულმა თაობებმა საქართველოს ეკლესიას კრძალვით მიაბარეს და ჩვენმა სულმნათმა წინაპრებმა სასოებით გადმოგვილოცეს აღუწყავი სიმდიდრე საღვთისმსახურო ლოცვებისა, რომელთა შორისაც არის `ლოცვაY მსხუერპლსა ზედა პირუტყუთასა.~ გთავაზობთ ტექსტს: `უფლისა მიმართ ვილოცოთ. უფალო ღმერთო ჩვუენო, რომელი შეიწირავ მსხუერპლსა წმიდისაგან და შეუგინე-ბელი საგონებისა, რომელმან გუამცენ ჩუენ სახსარი ესე შეწირვად შენდა, ვითარცა-იგი საყუარელისა შენისა ისაკის წილ ვერძი მიჰმადლე მამამთავარსა აბრაჰამს, შენ აწცა, უფა-ლო, შეიწირე საკუერთხი ესე მონისა ამის შენისაგან და ყოვლისაგან სახლისა მისისა და იყნოს ესე სულად სურნელებისად, რამეთუ სათნო არს ესე წინაშე წმიდისა დიდებისა შე-ნისა, ხოლო დათხევაი სისხლისა მისისაY და ჭამაY Pორცისა მისისაY სავსედ სიპოხითა წყალობითა შენითა გუექმენინ ჩუენ, რამეთუ არა ცუდად შეიწირვის ესე, არამედ მოსაP-სენებელად მცნებათა შენთა, რამეთუ წმიდახარ შენ, ღმერთო ჩუენო და შენდა დიდებასა შევსწირავთ...~(იხ. დიდნი კურთხევანი, ტ I. გვ. 385.თბილისი 2002, გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ): ასევე, შეუძლებელია ჭეშმარიტ მორწმუნეს არ სმენოდეს საღვთისმსახურო წიგნ ტრი-ოდიონ ზატიკში არსებული მითითება, რომელიც სააღდგომო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ წასაკითხ საგანგებო ლოცვას(`ლოცვა კურთხევისათვის ყველისა და კვერცხისა~) მოსდევს და ასეთი სახისაა: `ხოლო უწყებულ-იყავნ რამეთუ ესე-ვითარნი, ხორცი, და სითეთრე, მოღებული, არა არს პასექი, არცა კრავი, ვითარ იგი იტყვიან რომელნიმე და შეიწყნარებენ, და ყოვლითა შიშითა ვითარცა რომელსა მესიწმიდესაეზიარებიან მას, არამედესემარტივიარსშესაწირავი, რამეთუ არ-ცაღათუ არს ესევითარცა მსხუერპლი ღვთისადმი შეწირული, არამედ მხოლოდკურ-თხეულ ჭამადად ექმნების დამწყებელთა ჭამად შემდგომად მარხვისა ხორცისა ყუელისა, წინამდებარითა მით ლოცვითა მღვდლისამიერითა...~(იხ. გვ. 19). ამგვარად, ვინც - `წმიდისაგან და შეუგინებელისა გონებითა~ მიიღებს სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მასში სულისსარგო და ღვთისსათნო ქმედებას დაინახავს და ეს ასეც არის. ხოლო ვაითეოლოგებისა და ,,ღვთისმეტყველთაგან” სჯობს განვეშოროთ, რადგან, როგორც წმიდა ანტონი დიდი (251-356წ.წ.)შეგვაგონებს: `როცა ისეთ ადამიანს შეხვდები, რომელსაც კამათი უყვარს და რომელიც ბრძოლას დაგიწყებს ცხადზე უცხადესი ჭეშმარი-ტების გამო, შეწყვიტე მასთან საუბარი, მსწრაფლ განერიდე ..., რადგანაც ასეთი ადამიანის გონება მთლიანად გაქვავებულია. როგორადაც დამყაყებული წყალი ყოვლად უხმარად შეიქმს საუკეთესო ღვინოს, თუკი მასში გავურევთ, ასევე ბოროტი საუბრები, წაბილწავენ სათნო ადამიანთა სულებს~. ჩვენც განვერიდოთ ამგვარ კაცთა და მათ ,,სწავლებას.”

დეკანოზი ბიძინა გუნია