საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა! გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად!“

sazog-1საქართველო, 6 აპრილი. საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ. კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება.პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს, პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.

აგრეთვე პრემიერი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვაზე მთავრობის წევრების დაუსწრებლობას ინფორმაციის დაგვიანებით მიღებას უკავშირებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ გვიან შეიტყო. როგორც ჩანს, ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. რომ გვქონოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დავესწრებოდით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.