პუბლიკაციები
Creative Georgia News: “USAID“ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას საქართველოში“

polit-1analit-1საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. აღნიშნული მასალა წარმოადგენს ინტერნეტ-რესურს „Creative Georgia News“-ის ექსკლუზივს. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი პასუხს არ აგებს მისი ინფორმაციის შემცველობაზე.

„დღევანდელი სტატია ეძღვნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). შეგახსენებთ, რომ USAID წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო მართვის ცენტრალურ ორგანოს საზღვარგარეთ დახმარების აღმოჩენის სფეროში. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს მხარდაჭერას ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური ზრდის, ჯანდაცვის, ექსტრენული ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში, დახმარებას კონფლიქტის თავიდან აცილებასა და დემოკრატიის მხარდაჭერაში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ქვეყნების ნაწილმა მაინც აკრძალა მათი საქმიანობა მთელ ტერიტორიაზე. მათ შორისაა რუსეთიც. სააგენტოს წარმომადგენელთა მუშაობის ხასიათი ყოველთვის როდი პასუხობდა ორმხრივი ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის გამოცხადებულ მიზნებს. საუბარია გრანტების განაწილების მეშვეობით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე, სხვადასხვა დონის არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ჩათვლით. სერიოზულ კითხვებს იწვევდა სააგენტოს აქტივობა რუსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში.

საქართველოში USAID ღიად მუშაობს და ფართო წვდომა აქვს ხელისუფლების ორგანოებზე. თავის საქმიანობას ახორციელებს უცხოური კონტროლირებადი და ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით, აქტიურად მონაწილეობს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად, ჰუმანიტარულ პროგრამებში. საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მართვის სისტემის რეფორმები, ეკონომიკური სფერო, სოფლის მეურნეობის სექტორი, მცირე ბიზნესი.

ჩვენი სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში მოექცნენ ცალკეული პირები და ორგანიზაციები, რომლებიც სადაზვერვო ღონისძიებებს ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში:

1. კირკ რამერი - პროგრამის - ახალი ეკონომიკური ინიციატივის ხელმძღვანელი;
2. ლიზა ლაშინსკი - აშშ-ის საელჩოს დიპლომატი, აშშ-ის სახდეპისა და USAID-ის პროგრამების კოორდინატორი;
3. ჯერი ობერნდორფერი - აშშ-ის სახდეპის ჰუმანიტარული პროგრამების ხელმძღვანელი, ქვესაკონტრაქტო ორგანიზაცია;
4. ჯონ პოსტი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილე, ქვესაკონტრაქტო ორგანიზაცია;
5. ალექს ნელომსი - ბიომედიკოსი, ქვესაკონტრაქტო ორგანიზაცია;
6. პოლ კემბელი - ოპერაციების ექსპერტი, ქვესაკონტრაქტო ორგანიზაცია;
7. ალექს სარდარი - ჰუმანიტარული ორგანიზაცია „Countparty“- ს ოფისის ვიცე-პრეზიდენტი.

სპეციფიკიდან გამომიდინარე, აღნიშნული პირები ახორციელებენ სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებას საქმიანობის სფეროების მიხედვით, ქვესაკონტრაქტო და ქვესაგრანტო ორგანიზაციათა მეშვეობით. გარდა ამისა, ანალიტიკური ცენტრის მიერ, კონტრაქტის ან გრანტის გაცემამდე, შემუშავებულია მონაცემთა სქემა გამოკითხვის სახით, რომელიც სრულად უნდა შეივსოს  დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

სქემის პუნქტები დეტალურად ასახავენ მონაცემებს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის სფეროების შესახებ.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ბოლო მაგალითებიდან აღვნიშნავთ USAID-ის საქმიანობას, პოლიტიკურ წრეებში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის საქმიანობის დადებით მაგალითის ლობირების კუთხით, როგორც   ჭეშმარიტი დემოკრატიის მოთხოვნებისთვის მეტ-ნაკლებად შესაბამისს, ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მისი დევნის დაგმობას, ასევე 15 ნოემბრის (2014 წლის - საქინფორმი) მიტინგის ორგანიზებას პარლამენტის შენობის წინ.

საყურადღებოა საქართველოში „ცე-რე-უს“ საქმიანობაც. ამ „სუპერ“ სპეცსამსახურის წარმომადგენელი საქართველოში დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ღია წყაროების ცენტრის ლონდონის ბიუროს თანამშრომელი კრისტოფერ გრზიბოვსკია (Kristofer Grzibovski). ეს მოქალაქე აქტიურად ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას საქართველოში. ძირითადი მიმართულებები:

- სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების პოსტებისა და შეიარაღების რაოდენობა;
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქების თვალსაზრისით“.

(გამოქვეყნებულია შემცირებებით).