უცხოეთი
ტარას ზაბოლოტნი: „ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაში 60 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 130-დან 232 ათასამდე გაიზარდა“
taras-zar-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის სამხედრო ძალების საკადრო ცენტრის კონტრაქტით სამხედრო სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა ტარას ზაბოლოტნიმ აღნიშნა, რომ მხედველობაში აქვს იმ სამხედრო მოსამსახურეების საერთო რიცხოვნობა, რომლებიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ერთი წლის განმავლობაში მსახურობდნენ. 2014 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის სამი ტალღა გამოაცხადა. მობილიზებულ მოქალაქეთა რაოდენობის ზუსტი მონაცემები არ ხმაურდებოდა. ამასთან,  ცნობილია, რომ 2014 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 130-დან 232 ათასამდე გაიზარდა.