საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილი: „მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდია. ვწუხვარ, რომ მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჰქვია“

Aleks-sazog-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ  "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა თავდაცვის მინისტრის იმ განცხადების პასუხად, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ალასანია და მისი თანაპარტიელები საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების ხელშეკრულების საკითხზე, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას.

მოდი, ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება: "ზარი არ ყოფილა", "ზარი იყო"; "ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს", "ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის". მოვიდეს, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის მოვიდოდა შეხვედრის დახურულ ფორმატში. ოღონდ კარგად იმეცადინოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის", -  განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.