აფხაზეთის ახალი პრემიერად არტურ მექვაბია დაინიშნა
საქართველო, 2 აპრილი,
საქინფორმი. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად
არტურ მიქვაბია დაინიშნა. მინისტრთა კაბინეტს მიქვაბია პრეზიდენტმა
რაულ ხაჯიმბამ წარუდგინა. ახლადდანიშნულმა მინისტრმა რაულ ხაჯიმბას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „რთული ამოცანა აქვთ, მაგრამ გაუმკლავდებიან“.
არტურ (ზაურ) მექვაბია 1949 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს კვების პროდუქტების წარმოების საკავშირო ინსტიტუტი, 1991-92 წლებში სამეწარმეო საქმიანობას აფხაზეთში ეწეოდა.
1992 წლიდან 2004 წლამდე ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ნავთობკომპანია ,,იუკოსის” რეგიონალური მენეჯერის თანამდებობა ეკავა. 2009 წელს აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის პოსტი ბესლან ბუთბამ რამდენიმე დღის წინ დატოვა.