საზოგადოება
ღარიბაშვილი კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს: ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილს შეხვდა, რომლებიც 9-11 აპრილს NASA-ს კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას

conrad-sazog-1საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა წარმატება უსურვა მათ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერები და ინტერესიანები ხართ. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას... საინტერესოა, რომ თქვენი ასაკის ბავშვებმა სოფლის, გლეხების პრობლემებს მიაქციეთ ყურადღება და თქვენი ცოდნა და ნიჭი სწორედ ამ მიმართულებით წარმართეთ. თქვენი გამოგონებულიმულტიკლიმატიზატორი“, რომელიც მიწის ტენიანობას, ტემპერატურასა და მოსალოდნელ ამინდს განსაზღვრავს, ფერმერებს ძალიან გაუადვილებს მუშაობას“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

მანვე დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და ხაზგასმით აღნიშნა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ წვლილი საქართველოში ინოვაციების, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების და საინჟინრო განათლების პოპულარიზაციაში. ახალციხელი მოსწავლეების პროექტი „მულტიკლიმატიზატორი“ ათასწლეულის ინოვაციის შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულად სცნო. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია, აიტვირთოს ინტერნეტ-სერვერზე ან გამოიტანოს LCD Display-ზე. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების ინსტრუქტორი ნუგზარ კაპანაძე და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრნენ.