პუბლიკაციები
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. დღეს, 2015 წლის 1 აპრილს, 15 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა შენიშვნით დაიწყო:
„მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი, ვინაიდან მსურს კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო, რადგანაც გარკვეული შეკითხვები დაისვა. პირველი - ჩემ მიერ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით: მე მინდა პრესსამსახურს მივმართო, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს და ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, რომ დამისვან შეკითხვა! მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცა საშუალება, კითხვის დასმის. ეს მიიღეთ როგორც შენიშვნა და მომავალში გამოასწორეთ!“.საქართველოში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ პრემიერის უკიდურესად სერიოზული ტონი აბსოლუტურად გამორიცხავდა საპირველაპრილო ხუმრობის ალბათობას.