სამართალი
მარგველაშვილი: „ე.წ. ფარულ მოსმენებზე მიღებულ კანონს არც საზოგადოება უჭერს მხარს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები“
samart-3საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ქვეყნის მეთაური დაინტერესდა, რამ გააერთიანა უმრავლესობა და უმცირესობა, როდესაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდეს. "სწორედ ამ საკითხზე გამოვიყენე პირველად ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მიყურადების და მოსმენის მწარე საფუძვლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის თავზე იწვნია. არავის სურს ამ ვითარების თავის თავზე გამეორება. მაშ რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები?" - განაცხადა მარგველაშვილმა.