პუბლიკაციები
მარგველაშვილი: „რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს“

aqtual-1-analit-3საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთი ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას. უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე... რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის, სამხრ ოსეთის ხელკშეკრულებების გაფორმების გამო ჩემი მიმართვის საპასუხოდ პარლამენტმა ეს აქტები ანექსიად შეაფასა და ამ შეფასებას შეუერთდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა მან.

გიორგი მარგველაშვილმა არაღიარების პოლიტიკაზეც ისაუბრა. „არაღიარება მიზნად არ ისახავს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას. ისინი, ისევე როგორც დევნილები, ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული და საგანგებო ყურადღების ობიექტი არიან. ჩვენ გვინდა, ყველას გავუზიაროთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა და მშენებლობის შედეგები, რასაც საქართველო ევროინტეგრაციის შედეგად იღებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.