პუბლიკაციები
საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ News. Am-თან ინტერვიუში აფხაზური წარმოშობის რუსმა პოლიტიკოსმა ოთარ არშბამ განაცხადა. „მე აფხაზი პოლიტიკოსი არ ვარ, თუმცა გარემოებათა გამო, ვიცი ამ საკითხზე განწყობა აფხაზეთში. ყველა პოლიტიკური ძალა 2014 წლის ზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებში აღნიშნავდა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა - მხედველობაში ჰქონდათ სომხეთთან სიტუაციაც- ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის წინაშე იდგა.
არსებობს სხვადასხვა პოზიციები, რომელი მიმოსვლა აღდგეს - სატვირთო თუ მხოლოდ სამგზავრო, როგორ უზრუნველყონ უსაფრთხოება, როგორ გააფორმონ ტრანზიტი და ა. შ. თუმცა აფხაზეთი მზადაა დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი და მიუბრუნდეს მის განხილვას უკვე პრაქტიკულ სიბრტყეში“, - აღნიშნა არშბამ.