სამართალი
ალასანიას მრავალჯერ ნასამართლევი ბიძაშვილი ამჟამად ძარცვის ბრალდებით დააკავეს

1-valera-samart-3საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ზუგდიდის რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბასილია დააკავეს. ,,თავისუფალი ზონის" ცნობით, ვალერ ბასილია ალასანიას ბიძაშვილია.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა "მერსედესის" მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ.-ს დედას, გული .-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქალბატონი კი ზუგდიდის რესპუბლიკურ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სუნთქვის უკმარისობით პირველადი რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ.