საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს“

1-minim-sazog-3საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში მთავრობის წევრების ხელფასებსა და პრემიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო.

ჩვენ გვინდა დარგები განვთარდეს, შედეგები მივიღოთ და აუცილებლად ვსაჭიროებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამ დროს გადახდაზეც უნდა შევთანხმდეთ, ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს. "ფეისბუქში" წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, პენსია როდესაც ამდენია. მე კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და ეფექტურობაც ამაღლდება", - განაცხადა ივანიშვილმა.