საზოგადოება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება

1-dumb-sazog-2საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. 28 მარტს, მადრიდში, შედგა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ესპანეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, სადაც გელა დუმბაძემ იმ პროგრამებზე, პროექტებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს მთავრობა მუშაობს. თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს ის პრობლემები გააცნეს, რომელთა მოგვარება ესპანეთში მცხოვრებ ქართველთა დიდ ნაწილს აწუხებს. განსაკუთრებული თხოვნა, რომლითაც მათ სახელმწიფო მინისტრს მიმართეს, მართვის მოწმობის ლეგალიზაციის შესახებ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი შეთანხმების მიღწევის საკითხი იყო.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ზურაბ პოლოლიკაშვილი და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.