სამართალი
შსს-მ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე თაღლითური დაჯგუფება დააკავა

1-moSen-ssamart-3საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე: ჯემალ , გოგიტა , თამაზ . და გიორგი . ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს, თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, რომელიც თვეში დაახლოებით 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს.

სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.