სამართალი
საქართველოს პროკურატურა მოქალაქე ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების ფაქტზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს

1-skorb-samart-1საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას ბ. ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას. ვინაიდან . ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.

ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.

საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახდენს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.