საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“

1-beso-sazog-3საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.
იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ძალიან მალე გასცემს პასუხს ყველა კითხვას. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გააკეთონ ყველაფერი ამ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით", - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერის განცხადებაში.

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ხარძიანი, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში, გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.