საზოგადოება
ნატო უდესიანი: „თუ ვინმეს არ აწყობდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, არ აწყობდა გია უდესიანს. ისეთი მოსისხლე მტრები ჩვენ არ ვყოფილვართ...“

1-udes-sazog-2საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. გარდაცვლილი ბესიკ ხარძიანის ახლობლების ბრალდებებს გია უდესიანის მისამართით, ბიზნესმენის და ნატო უდესიანი პასუხობს.

ძალიან ვწუხვართ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამო, რომელიც ძალიან შემარავია და ვუსამძიმრებთ ოჯახს... ის დავა რაც მათ შორის არსებობდა, უკვე სამართლებრივ ჩარჩოში იყო გადასული. ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ვინც ეს შემზარავი დანაშული ჩაიდინა, არის პირდაპირ გია უდესიანის მტრობა, პირველ რიგში, ჩვენი ოჯახის წინაშე ჩაიდინა დანაშაული... ძალიან აღვირახსნიილი კამპანია მიმდინარეობს, გამოდის საჯარო მოხელე დაჩი ცაგურია, კორძაია, რომლებიც არღვევენ უდანაშულობის პრეზუმციას, მათ წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გამო კანონის ფარგლებში იქნება პასუხი გაცემული.

ოჯახის წევრები ამ წუთებში უმძიმეს მდგომარეობაში არიან და გასაგებია, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაღაც ეჭვი, ისე მათაც არ აძლევს ეს საფუძველს, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ვალდებულნი არიან უდანაშაულობის პრეზუმცია დაიცვან“, - განაცხადა ნატო უდესიანმა "პირველ რადიოსთნ" საუბრისას.