საზოგადოება
შალვა კიკნაველიძე: „ჩვენი თითოეული თანამოქალაქე, რომელიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“
1-kiknav-sazog-1საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „დიასპორული ბიბლიოთეკის“, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გამართა. „განხილული საკითხები საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მათ ყოველდღიურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს ქვეყნის განვითარების პროცესებში აქტიურად ჩართვის, განათლებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზების საშუალება“, - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილე შალვა კიკნაველიძემ.