უცხოეთი
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რფ-ის „ეფ-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელობასთან სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა უნდა მიიღონ ზომები ტერორისტების საერთაშორისო კავშირებისა და რესურსების ბაზების გასანადგურებლად, გადაუკეტონ მათ რფ-ში, მათ შორის, ყირიმში შესვლის გზები.
„ტერორთან ბრძოლა ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება მის საქმიანობაში. ბოლო ხანს აქ დადებითი ტენდენცია შეინიშნება, 2014 წელს ტერორისტული მიმართულების დანაშაული 2.6-ჯერ ნაკლებად იქნა ჩადენილი, ვიდრე 2013 წელს. ხოლო თუ ბოლო 5 წლის დინამიკას გადავხედავთ, მათი საერთო რაოდენობა 9-ჯერ მაინც შემცირდა, - განაცხადა პუტინმა ეფ-ეს-ბეს კოლეგიაზე.
მან ასევე განაცხადა დასავლეთის მიერ უმძლავრესი შეიარაღების შექმნაზე: „ადექვატურად ვუპასუხებთ“.