პუბლიკაციები
„საქართველოში დაწყებულია ნაცმოძრაობისა და ქოცმოძრაობის გაერთიანების პროცესი, რათა ქართველ ხალხს მოპარონ ის მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ მივიღეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს!

1-dasavali-an-GEO-mtსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ასავალ-დასავალის მთავარი რედაქტორის საგანგებო განცხადება - ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორი გაზეთზე ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს!  

რაც მოუვიდა ნაცმოძრაობას, ის მოუვა ყველას, ვინც ქართველი ხალხის ინტერესებს უღალატებს! საქართველოში დაწყებულია ნაცმოძრაობისა და ქოცმოძრაობის გაერთიანების პროცესი, რათა ქართველ ხალხს მოპარონ ის მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ მივიღეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს!

„26 მარტს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე, „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და რამდენიმე მედიასაშუალება მიზანმიმართულად დაბლოკეს. პრესის წარმომადგენლებს უფლება არ მიეცათ, დაესვათ უაღრესად აქტუალური შეკითხვები, რომლებიც უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში კორუფციისა და საბოტაჟის ფაქტებს ეხება.

აშკარა გახდა, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი გარიგებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან ახალი ხავერდოვანი გადატრიალება მომზადდეს, რომელსაც ქვეყანა და მოსახლეობა უკვე ვეღარ გადაიტანს. ვთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს, აქტიურ პოლიტიკაში დაუყოვნებლივ დაბრუნდეს და საქართველოს წინააღმდეგ ავანტიურისტთა მორიგი შეთქმულება ჩაშალოს!

„ასავალ-დასავალი“ ქართველი ხალხის მოღალატეებისა და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში შეუვალი იქნება!“.

1-dasavali-an-qvem