საზოგადოება
საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
1-plan-sazog-2საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ დარიუშ პოგორჟელსკისა და მის მოადგილეს, ვიცე-პოლკოვნიკ მაჩეი მაზურჩაკს საქართველოს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა მოიცავს სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო განათლების და სამხედრო პოლიციის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გამართვას.