პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აპრილში რომის პაპს შეხვდება
1-papa-polit-1საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის ნუნციუსს საქართველოში მარეკ სოლჩინსკის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს. მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ვატიკანს აპრილის თვეში ეწვევა. ქვეყნის პირველი პირი რომის პაპთან გამართავს შეხვედრას.