სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „სამწუხაროდ, მედიასაშუალებებს აბსოლუტურად სხვა რეალობა გაქვთ შექმნილი. თქვენ ქმნით ქაოსს ქვეყანაში“

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთობლივი მედიატურის გამართვას სთავაზობს. მისი თქმით, 15 აპრილიდან მედიას საშუალება ექნება, ჩაერთოს ამ ტურში და მიმდინარე სამუშაოები მოინახულოს. „რამდენიმე საწარმო გასულ წელს მე პირადად გავხსენი. მთელს რეგიონებში არის საწარმოები. ეს არის კონკრეტული ფაქტები. ფიქრობთ, რომ გავბედავდი და მოგატყუებდით, რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ?“ - განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამაზე არავინ საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მედიასაშუალებების მფლობელებს არ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში.

„თქვენ ქმნით ქაოსს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აბსოლუტურად სხვა რეალობა გაქვთ შექმნილი მედიაში. მე არ გგულისხმობთ თქვენ, არამედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგანან მედიასაშუალებების უკან და საბედნიეროდ არის ის, რომ ჩვენ ვართ ღია მთავრობა და ამ სიცრუის და პროპაგანდის არ გვეშინია“, - აცხადებს პრემიერი.