პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ნაციონალები არის სექტა, დახარჯეს მილიონები და ძალით ჩამოიყვანეს ხალხი აქციაზე"

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაური 21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება არ სურთ. უნდათ, დესტრუქცია შემოიტანონ. აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება. კანონსგარეთ ცდილობენ მოსახლეობაში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ძალიან დაუნდობელი იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ. მათ ძალით მოაგროვეს ეს ადამიანები, რამდენიმე მილიონი დაუჯდათ ამ ადმიანების ჩამოყვანა. "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შანსი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.