IRI: „სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად მხოლოდ 2%-ს მიაჩნია“

საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ
2%-ს მიაჩნია სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად. კვლევაში მონაწილეთა
35% მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვას ასახელებს, ხოლო
11% - სოფლის მეურნეობას.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდა, 10%-ის აზრით, გაუარესდა, ხოლო 8%-ის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.