IRI: „გამოკითხულთა 62%-ის აზრით, საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის
IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.
კვლევაში მონაწილეთა 11% ფიქრობს, რომ პირიქით, გაუმჯობესდა. ხოლო რესპონდენტთა 25%-სთვის ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა იგივე დარჩა.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.