საზოგადოება
IRI: „გამოკითხულთა 24% ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, 10% ფიქრობს, რომ „ენმ“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია ქართული ოცნება მოაგვარებს, ხოლო 10% ამ თვალსაზრისით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ენდობა. „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას გამოკითხულთა ნდობის 2-2% ერგოთ.

პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს. კითხვაზე პასუხი არ გასცა რესპოდენტთა 37%-მა.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.