საზოგადოება
IRI: „ხვალ რომ არჩევნები იყოს, 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% - ენმ-ს“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მისულთა 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 10% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 6% - „ლეიბორისტულ პარტიას“. პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტთა 11%-მა უარი თქვა პასუხზე.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.