პოლიტიკა
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრებას, ხოლო 15% წინააღმდეგია.
კვლევაში მონაწილეთა 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, წინააღმდეგობას კი, რესპონდენტთა 9% გამოხატავს.
IRI-ის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად აფასებს კვლევაში მონაწილეთა 91%, ხოლო აშშ-სთან - 90%.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.