უცხოეთი
სარკოზიმ და ლე პენმა საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში სოციალისტებს გადაუსწრეს

zar-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ნიკოლა სარკოზის მემარჯვენე-ცენტრისტრულმა ბლოკმა და „ნაციონალურმა ფრონტმა“ 32,5 და 25,35% პროცენტი აიღეს დეპარტამენტების საბჭოების არჩევნების პირველი ტურის შედეგებით. სარკოზის ბლოკი, პარტია „სახალხო მოძრაობის მხარდაჭერის კავშირით“ სათავეში, არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს, - იუწყება ტელეარხ France24-ის საიტი. კენჭისყრა საფრანგეთში კვირას, 22 მარტს გაიმართა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ბლოკმა, ბოლო მონაცემებით, ხმათა 32,5% მიიღო. მეორე ადგილი კი ხმების 25,35%-ით პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა“ დაიკავა, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას ლე პენმა მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას, რომელსაც სათავეში სოციალისტი მანუელ ვალსი უდგას, გადადგეს. მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ“ ხმების 22 %-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნების მეორე ტური 29 მარტს გაიმართება.