საზოგადოება
ზურა ქადაგიძე: „კომედი შოუს“ მსახიობები პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს და გაარკვიოს რა კავშირები აქვთ „კანონიერ ქურდებთან“

sazog-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. უფლებადამცველ ზურა ქადაგიძის განცხადებით, რომელმაც ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი „კომედიანტებისა“ და „კანონიერი ქურდების“ ერთობლივი ფოტოები გაავრცელა, - ეს ფოტოები და ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ არის გადაღებული და ფოტოებზე არსებული პიროვნებები ნამდვილად „კანონიერი ქურდები“ არიან.

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. კოდექსში ამ ნორმის შეტანის ერთ-ერთი ავტორი „რუსთავი 2“-ის დღევანდელი შეფი ნიკა გვარამიაა. ყველა ვხედავთ, „კომედი შოუ“ და „რუსთავი 2“ როგორ იდეოლოგიას ატარებს - ე.წ. ქურდულ სამყაროს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ საშინელებად წარმოაჩენენ, რელურად კი მათთან თავადვე ქეიფობენ და დროს ატარებენ. ეს ორმაგი სტანდარტები ყველაზე აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ქადაგიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.