უცხოეთი
წლის დასაწყისიდან პირველად დოლარი 59 რუბლის ქვემოთ დაეცა
1-dol-zar-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მოსკოვის ბირჟაზე დოლარმა რუბლთან მიმართებაში ვარდნა გააძლიერა, ვალუტამ განაახლა მინიმუმი 5 იანვრიდან და 59 რუბლის ქვემოთ დაიწია. ევრო ერთიანი ევროპული ვალუტის ზრდის ფონზე პლუსში დარჩა ფორექსის ბაზარზე. რუბლმა პოზიციები გაიუმჯობესა ნავთობზე მსოფლიო ფასების შესამჩნევ ზრდაზე დღის საათებში. „ინტერფაქსის“ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუბლთან მიმართებაში დოლარის ვარდნა ნავთობის ფასების აღმასვლის კვალდაკვალ დაიწყო.