სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

1-impiC-ssamart-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ხელმოწერები მათ პარლამენტში კონსტიტუციით განსაზღვრული უნდობლობის პროცედურების დასაწყებად სჭირდებათ. ისინი იმედოვნებენ, რომ პირველ ეტაპზე თანხმობისთვის აუცილებელ 60 ხმას მოაგროვებენ. "ქვეყანა კარგავს სახელმწიფობრივ იმუნიტეტს და აუცილებელია მთავრობის წასვლა. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი სხვა კოლეგებიც ამ აზრზე იქნებიან და უფრო წინა რიგებში ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს დააყენებენ, ვიდრე შიდაპარტიულ ლოიალობას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ მთავრობას ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად საკუთარი წინადადებები შესთავაზონ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი „ნაცმოძრაობის“ ინიციტივას უპერსპექტივოდ აფასებენ.

„ეს არის უპერსპექტივო, მართლაც კომიკური ქცევა მათი მხრიდან. რა აკეთონ სხვა, არანაირი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს და ახლა ამ იაფფასიანი სანახაობებით არიან დაკავებული, რომელიც ალბათ საკუთარი თავისთვის უნდათ წამოიწყონ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.