სამართალი
ივანიშვილი - ნაციონალების აქციაზე: „მოაგროვეს ხუთი თუ შვიდი ათასი"
1-ob-samart-2საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თავისუფლების მოედანზე ჩატარებულ აქციაზე გადაცემაში 20/30-ი პირველ კომენტარს აკეთებს:   „თავხედურად გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უმიზეზოდ აბსოლუტურად, აბსურდული მიზეზებით გადადგომას და ნუ იქ აკო მინაშვილი: ჩააბარეს აფხაზეთი, ჩააბარეს ოსეთი. ასეთი ცინიზმი ძალიან რთული ასატანია, ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები... ისიც, რაც მოაგროვეს ხუთი თუ შვიდი ათასი, ცოცხლები რომ არიან, აჩვენეს პრინციპში, მაგრამ მთავარი, რაც კარგად ჩანდა, იყო ჩვენი საზოგადოების ზრდა, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისევ სიცრუეში ამყოფონ..." - განაცხადა ივანიშვილმა.