ილია მეორე: „ადამიანმა მსგავსება ღვთისა თავისი სულიერი მოღვაწეობით უნდა მოიპოვოს“
საქართველო, 24 მარტი,
საქინფორმი. 22 მაარტს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
„ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს. ყოველ წუთში სასწაულს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მას. ყოველი ადამიანი არის უდიდესი ქმნილება ღვთისა და უდიდესი სასწაული. ეს დიდება ჩვენ ჩვენს თავში უნდა დავინახოთ... ჩავიხედოთ გულში სულიერი თვალით და ღმერთს აუცილებლად დავინახავთ”, – ბრძანა უწმიდესმა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. „ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.