პოლიტიკა
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ პრემიერ ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტზე ისაუბრა. მიისვე თქმით, ვიზიტზე მუშაობა გრძელდება, ხოლო ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს. „გვინდა, რომ ეს ვიზიტი როდესაც შედგება, მას ჰქონდეს კონკრეტულად კარგი და დადებითი შედეგი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, მანამდე მიმდინარეობს დარგობრივი მინისტრების და პარლამენტის კონკრეტული წევრების ვიზიტები უკრაინაში და როგორც ცნობილია, რამდენიმე მინისტრი კიდევ აპირებს უკრაინაში გამგზავრებას.