სამართალი
„ხაზარაძე - ციხეში!“ - გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებმა „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისთან აქცია გამართეს

1-xazar-sam2-anსაქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. 20 მარტს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისთან გაიმართა მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო აქცია ლოზუნგით „ხაზარაძევ, დააბრუნე!“. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ აქცია გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმა, მოშიმშილე ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ და მათმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მამუკა ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა. როგორც მოშიმშილე ადვოკატმა და აქციის სხვა მონაწილეებმა განაცხადეს, მათი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ხაზარაძე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს. აქციის მონაწილეები ხაზარაძეს ცეკავშირის შენობის უკანონოდ გასხვისებას ედავებიან. ხაზარაძე - ციხეში! პროკურატურამ თაროებიდან ჩამოიღოს სისხლის სამართლის ის ორი საქმე, რომლებიც ხაზარაძის წინააღმდეგ დიდი ხანია აღძრულია, მაგრამ საქმეებს ბლოკავენ“, - აღნიშნავდნენენ აქციის მონაწილეები.

1-xazar-1 1-xazar-2
1-xazar-3 1-xazar-4