საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „21 მარტის აქციის მონაწილეები წარსულს, ბოროტებას და ქვეყნის განუვითარებლობას მისტირიან“
1-bairam-sazog-1საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა მარნეულში მყოფი პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის საპროტესო აქციას. თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით. ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან განუვითარებლობას. ჩვენ კი დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული. ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალა ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.