„ერთსულოვნების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის" 9- წლიანი მმართველობა გააპროტესტეს
საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქცია მოეწყო. კოალიცია "ერთსულოვნების" წევრები „ნაციონალური მოძრაობის" 9- წლიან მმართველობას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება, გამართონ აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
კოალიცია "ერთსულოვნების" წევრებმა ტელევიზიის შენობის წინ დილიდან მიიტანეს აქციისთვის აუცილებელი ატრიბუტები.