საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო ფესტივალი ”პრომეთე” ჩატარდება

filmfestival6-11 დეკემბერს თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალი "პრომეთე" ჩატარდება. ფესტივალს კინოთეატრები ''ამირანი'' და ''რუსთაველი'' უმასპინძლებენ.
გახსნის დღეს კინოთეატრ ''ამირანში'' ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის ფილმი "შანტრაპა". ფესტივალი 11 დეკემბერს ალეკო ცაბაძის სურათით "რენე მიდის ჰოლივუდში" დაიხურება.
კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. საქართველოსთან ერთად ფილმის ჩვენებებში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს.
ფესტივალს სტუმრის სტატუსით ეწვევა ავსტრალიელი მსახიობი გრეტა სკარსკი. საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე კი სერბი რეჟისორი ჟელიმირ ჟილნიკია.