სამართალი
ოქროყანის გზაზე საპატრულო ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინიცდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძება დაიწყო

1-incident-samart-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ“.