საზოგადოება
"ჩვენ გვინდა რუსეთი! ღმერთმა ქნას ჩამოვიდნენ, გინდა ომი დაიწყონ!“ - თვლის გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლების 90 პროცენტი

1-gori-sazog-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლების განცხადებით, მათ ნატო და ევროკვშირი არ აურჩევიათ და მეგობრობა და კეთილმეზობლური დამოკიდებულება სურთ რუსეთთან და არა ამერიკასთან.

ჩაატარონ რეფერენდუმი, არ შეიძლება? აქ, ხელთუბანში აიღეს 12 პროცენტი ნატოზე გამოკითხვაში, ამოვიდნენ სოდისა და კუდის თანამშრომლები ნაციონალების დროს და გააყალბეს - ასწიეს 70 პროცენტზე. ქართველმა ხალხმა როდის აირჩია ნატო? ან რად გვინდა ამერიკა, რაში გვჭირდება?

მშიერია ხალხი... არც მთავრობა გვეხმარება, არც არავინ მოდის ჩვენთან. ავირჩიეთ „ქართული ოცნება“... ერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ბურჯანაძე ავირჩიოთ, იქნებ იმან გაგვიმართლოს.

ტელევიზორს არ უყურებთ? არ ნახეთ, პოლონელებმა ვაშლი რომ დაუყარეს, რუსეთმა რომ ბაზარი ჩაუკეტა? აგერ, ვაშლი გვაქვს და სად წავიღოთ? ცოტა ხანი გახსნეს თუ არა რუსეთი, იმ წუთში ატამს ფასი მიეცა.

არ გვინდა ამერიკა, ჩვენი მეგობრები არ არიან ეგენი. ჩვენი მეგობარია რუსეთი! ღმერთმა ქნას, ჩამოვიდნენ, გინდა ომი დაიწყონ და აქ, ბერბუკის ბოლოში დადგნენ. ჩვენ მოვყვეთ იქით, ის გვირჩევნია. სოფლის 90 პროცენტს უნდა რუსეთი, ჩაატარონ რეფერენდუმი და დარწმუნდებიან.

წესიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დანიშნეს ვერავინ? გამოდიან და ლაპარაკობენ - ნატო ქართველმა ხალხმა აირჩიაო. არ აგვირჩევია, არავის არ გვინდა ეგ ნატო და ევროკავშირი! მეზობლებთან უნდა ვიყოთ ჯერ კარგად, თუ უნდათ, რომ მოაგვარონ საქმე!“- აცხადებენ ხელთუბნის მცხოვრებლები.