საზოგადოება
ვლადიმერ ხომერიკი: „ზაქარეიშვილი, ჯაფარიძე და ჯაჭვლიანი იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი პოლიტიკა ჰქონოდა და არა ამერიკის მაამებელი“

1-xomerik-sazog-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ,,რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი აცხადებს, რომ რუსეთში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლებაში ისეთ ადამიანებს, როგორიც არის პაატა ზაქარეიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და სოსო ჯაჭვლიანი (ვიდეო იხ. აქ).

მოსკოვში მცხოვრები და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ხომერიკი მმართველი გუნდის ჩამოთვლილ წევრებს პატრიოტებს უწოდებს, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.