პუბლიკაციები
დოკუმენტი წარმოადგენს საბაზო საბუთს რფ-სა და სამხრეთ ოსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ეტაპობრივად განვითარებისათვის სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში.
შეთანხმება დადებულია 25 წლის ვადით, ათწლიანი პერიოდებით გაგრძელების შესაძლებლობით.
თუ ერთ-ერთი ქვეყანა დაექვემდებარება სამხედრო აგრესიას, ეს განხილული იქნება, როგორც აგრესია მეორე ქვეყნის მიმართაც.
რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგაციის შესახებ შეთანხმების სარეალიზაციოდ რფ-ის ბიუჯეტში 2016 წლისათვის 1 მლრდ რუბლი გამოიყოფა.