პუბლიკაციები
ნაციონალ-მიშინომ უკან დაიხია, რითიც უკრაინა აღაშფოთა...

1buba-zar-1-anსაქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში თავისი ტურნეს მიმდინარეობისას პროგრამით: „ჩემი წლები - ჩემი სიმდიდრე“, სააკაშვილის მეგობარმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ მეუღლეს კიევისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა შესთავაზა და დადებითი პასუხი მიიღო. კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი ქართველი მინისტრები უკრაინის მთავრობაში ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან. „ყველას ვიცნობ და მიმაჩნია, რომ თქვენთან ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. მაგალითად, ზღულაძე, რომელიც ძალიან ჭკვიანია. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ და უკრაინას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან“, - აღნიშნა კიკაბიძემ.

პასუხად, შს მინისტრის მრჩეველმა და უკრაინის უმარლესი რადის დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ „პასპორტს კიკაბიძისათვის, თუკი იგი მოისურვებს, ერთ დღეში დაამზადებენ“. „თუ ვახტანგ კიკაბიძე ოფიციალური თხოვნით მოგვმართავს, მივცეთ მას პოლიტიკური თავშესაფარი ანდა მოქალაქეობა, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ამ დიდი მეგობრისთვის არაფერს დაიშურებენ“.

საქართველოს სახალხო არტისტს უკრაინაში ასევე გადასცემენ საერთო ეროვნული პროგრამა „წლის ადამიანის“ პრემიას.

გუშინ მიშინომ, როგორც ჩანს, დამფრთხალმა, განაცხადა, რომ „იხუმრა“... კიევში აღშფოთდნენ და განაცხადეს, რომ ასე არ ხუმრობენ - მათ უკვე მოამზადეს ბრძანება ვახტანგ კიკაბიძისათვის პოლიტიკური თავშესაფრის დაუყოვნებლივ მიცემაზე. თბილისში კი განაცხადეს, რომ კიკაბიძემ, არსობრივად, სახელი გაუტეხა საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით, რომ თავშესაფარს სხვა ქვეყანას სთხოვს.